პრემიერი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის ევროპულ ქვეყნებს მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის იმ წევრ-ქვეყნებს, რომელთაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს, მადლობას უხდის.
“მადლობა ევროკავშირის ქვეყნებს – რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, ესტონეთს, უნგრეთსა და შვედეთს, რომელთაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 27 ივნისს მოაწერა ხელი. საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები