გოგალაძის მიერ გათავისუფლებული გიორგი შოვნაძე თანამდებობაზე აღადგინეს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ხათუნა გოგალაძის მიერ გათავისუფლებული გიორგი შოვნაძე სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობიდან 2013 წლის მაისში, მინისტრ ხათუნა გოგალაძის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ კი გიორგი შოვნაძემ სასამართლო დავა მოიგო.
შოვნაძის გათავისუფლების მიზეზი 2013 წელს მინისტრის ბრძანებულებით რიგი დარღვევები გახდა. როგორც გოგალაძის უწყება განმარტავდა, სააგენტო არასრულყოფილად ახორციელებს კონტრაქტორი ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებას, ასევე არასწორად ხორციელდებოდა ხარჯთაღრიცხვა.
თავად გიორგი შოვნაძე აცხადებდა, რომ იგი პოლიტიკური და პირადი გადაწყვეტილებით გადააყენეს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოქმედმა თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები