ანგელა მერკელი: ყირიმის რუსეთთან მიერთებას არანაირი გამართლება არ აქვს

 

    პოტენციური სირთულეები, რომლებიც შესაძლებელია მოსკოვსა და კიევს შორის უკრაინის ევროპასთან დაახლოების გამო გაჩნდეს, არ შეიძლება ამ რესპუბლიკის მიმართ რუსეთის პოლიტიკის საფუძველი იყოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
„ყველა სირთულესთან ერთად, რომელიც ნებისმიერი ეჭვის გარეშე შეიძლება გაჩნდეს უკრაინისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობებში კიევსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისას, მათზე მე მუდმივად ვსაუბრობდი რუსეთის პრეზიდენტთან. ცხადი უნდა იყოს: ეს ყველაფერი ვერ ამართლებს ყირიმის ანექსიას“, – განაცხადა მერკელმა.
გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთთან დიალოგისთვის ყველა საშუალებას გამოიყენებს.
კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „სამხედრო გზით უკრაინის კონფლიქტი არ მოგვარდება“. სწორედ ამიტომ, ბერლინი საჭიროდ თვლის უკრაინისთვის, პირველ რიგში, „ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის გამოცხადებას“. ასევე, გერმანია ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ „რუსეთთან დიალოგის მსვლელობისას დიპლომატიურ გადაწყვეტილებამდე მივიდეს“.
მერკელის განაცხადა, დონბასში მოვლენები გვაჩვენებენ, რომ „ცეცხლის შეწყვეტისგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ“. გარდა ამისა, ეკონომიკური სანქციები ჯერ კიდევ გარდაუალია, – აღნიშნა მერკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები