ქალაქი-მოჩვენება: ინტერნეტში ქალაქ პრიპიატის ზემო ხედიდან გადაღებული ვიდეო გავრცელდა (ვიდეო)

 

    ინტერნეტში ჩერნობილის ქალაქ-თანამგზავრის – პრიპიატის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. კადრები მაღლიდან არის გადაღებული. მასალა ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ჟურნალისტმა დენი კუკიმ გადაიღო. კუკი მიტოვებულ ქალაქში 1 კვირის განმავლობაში ცხოვრობდა. ვიდეო ჟურნალისტმა კვადროკოპტერის მეშვეობით გადაიღო, შემდეგ დაამონტაჟა და „ვიმეოზე“ განათავსა.
„პრიპიატში მოგზაურობისას ბევრი საოცარი ადამიანი გავიცანი, ერთ-ერთი მათგანი ჩემი გიდი – ევგენი იყო. ის ასევე „სტალკერის“ სახელით არის ცნობილი. ჩვენ ჩერნობილის და თითქმის მიტოვებული ქალაქ პრიპიატის კვლევაში ერთი კვირა ერთად გავატარეთ. იმ ადგილას რაღაც აუღელვებელი და იმავდროულად ძალიან შემაშფოთებელი იყო. დრო თითქოს გაჩერდა და ჩვენს გარშემო დატრიალებული მხოლოდ წარსულზე მოგონებები დატოვა“, – დაწერა კუკმა. ვიდეომ სახელწოდებით „ღია ბარათები პრიპიატიდან“ ერთ დღეში აღფრთოვანების უამრავი  კომენტარი დააგროვა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oNV5Sq28Mp4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები