უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბერში გაიმართება
უკრაინაში პრეზიდენტს, ოპოზიციას, ევროკავშირსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. კრიზისის მოგვარების გეგმის შემუშავებასთან ერთად ვიქტორ იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასაც დათანხმდა. შეთანხმების მიხედვით, არჩევნები 2014 წლის დეკემბერში ჩატარდება. მხარეებს შორის მოლაპარაკება ვიქტორ იანუკოვიჩის უფლებამოსილების 48 საათის განმავლობაში შეზღუდვას გულისხმობს,- ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა” იუწყება. უკრაინული მედიის ცნობით, შეთანხმება ასევე 10 დღის განმავლობაში კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას ითვალისწინებს.