გარდაცვლილ ჟურნალისტს სახლში ლვოვის მერიის ხარჯებით გადაასვენებენ

  კიევში დაღუპულ 22 წლის სპორტულ ჟურნალისტ იგორ კოსტენკოს სახლში მშობლიური ქალაქის მერიის ხარჯებით გადაასვენებენ, – ამის შესახებ ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განაცხადა. როგორც სადოვმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქალაქის საბჭო სრულად იღებს პასუხისმგებლობას გარდაცვლილის გადასვენებაზე. მერის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში საბჭო ოჯახს დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებშიც დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ კიევში ევრომაიდანზე ჟურნალისტის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 22 წლის თერნოპოლის მკვიდრი სტუდენტი იგორ კოსტენკო აღმოჩნდა. ის სპორტული ჟურნალისტი იყო და ბოლო დროს გამოცემა „სპორტაანალიტიკაში“ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები