კიევში მხარეები კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე შეთანხმდნენ
ევროპელი დიპლომატებისა და უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ოპოზიციის წევრებთან მოლაპარაკებები წარმატებით გრძელდება. მთავარი მიზანი მიღწეულია. მხარეები ძალადობის შეჩერებაზე და პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის საერთო გეგმაზე იმუშავებენ.
„ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, სახელმწიფოში კრიზისის მოგვარების გეგმა შემუშავდება. გეგმის მიღებაში ასევე ჩართული იქნებიან ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. მხარეები კრიზისის დარეგულირების შესახებ პარაფირების დოკუმენტს მოაწერენ ხელს“, – აღნიშნულია პრეზიდენტ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტს ხელი ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში უკრაინის დროით 12 საათზე მოეწერება.