„ბიუჯეტის პროექტში ასახაული ადმინისტრაციული ხარჯები სრულად შეესაბამება სხვა ქვეყნების სტანდარტებს“

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახაული ადმინისტრაციული ხარჯები სრულად შეესაბამება სხვა ქვეყნების სტანდარტებს და ზუსტად იმ თანხას მოიცავს, რაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებსა და პრემიებს სჭირდება.
დეპუტატის თქმით, მუნიციპალიტეტებში 18 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითოეული მათგანი ხელფასს და პრემიას სათანადო მუშაობისთვის იღებს.
მისივე თქმით, ამავე თანხებში შედის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის ბიუროსა და პირადი ხარჯები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება.
საკრებულოს კი მის მსგავსად კიდევ 24 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს.
ნუგზარ მალაღურაძე საწვავის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხარჯები მოკრძალებულია, რადგან სისტემა მხოლოდ საკრებულოს ავტოპარკის მოქნილ მუშაობაზეა მოწყობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები