ქუთაისში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

,,არა ქალთა მიმართ ძალადობას”, ,,ძალადობა დანაშაულია”- ამ ლოზუნგებით, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან არასამთავრობოების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ფაქტები გააპროტესტეს.
შეკრებილებმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდეს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ქალთა და, ზოგადად, ძალადობის მსხვერპლთა უფლებები.
,,ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააცნობიეროს ქალზე ძალადობის პრობლემის სიმწვავე და საკუთარი პასუხისმგებლობა გენდერულ უთანასწორობასთან ბრძოლაში. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, გაატაროს დროული, ქმედითი პოლიტიკა ქალზე ძალადობის აღმოსაფხვრელად”, – აცხადებს ჟურნალისტებთან საიას ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები