ქართველმა მუსიკოსებმა ესტონელ კოლეგებთან ერთად სამხედრო მუსიკის დღე იზეიმეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო- საჩვენებელი ორკესტრი ესტონეთში იმყოფებოდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა მუსიკოსებმა ესტონელ კოლეგებთან ერთად სამხედრო მუსიკის დღე იზეიმეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მასპინძელმა მხარემ ესტონეთის სამხედრო ორკესტრის დაარსების 96-ე წლისთავის აღსანიშნავად მიიწვია.
საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქალაქ ტალინის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა ესტონელებისთვის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები დაუკრა.
ქართველ მუსიკოსებს კაპიტანი კობა მერმანიშვილი დირიჟორობდა. ესტონეთის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი დასავლეთ ევროპული და ამერიკული მუსიკა შეასრულა. დასს დირიჟორობას ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ საანი უწევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები