დავით ბაქრაძე: რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება არის გამოწვევა საქართველოსთვის

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე რუსეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გუშინ გაფორმებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ე.წ. ხელშეკრულება არის გამოწვევა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
“მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლებრივად ეს არის არალეგიტიმური დოკუმენტი, რა თქმა უნდა, იწვევს საკმაოდ დიდ შეშფოთებას, ეს აღძრავს საფრთხეებს, გამოწვევებს, როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ამდენად, საქართველოს მთავრობის მოქმედებები მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებისკენ, რათა მაქსიმალურად გაგრძელდეს ის ზეწოლა, ის თანამიმდევრული მტკიცე და მკაცრი პოლიტიკა ევროკავშირის ევროატლანტიკურ სტრუქტურების მხრიდან შედეგის მიღწევამდე”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, საქართველოს მოქალაქეებისკენ და მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის გახსნისკენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები