გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას აღნიშნავს

25 ნოემბრიდან გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში, დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი ინიციატივა ოფიციალურად გაიხსნება. გაიმართება მაღალი დონის შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ. კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
მათ შორის, 10 დეკემბერს, “შევარდენზე” ქართველი მორაგბეები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დასრულდება. კამპანია გლობალურია და იგი 1991 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები