პროკურატურა ომბუდსმენს პასუხობს
მთავარი პროკურატურა სახალხო დამცველის განცხადებას პასუხობს. როგორც პროკურატურაში განამრტავენ, 2014 წელს სახალხო დამცველის აპარატიდან ნამდვილად მიიღეს 18 წინანადება, რომელიც ეხებოდა არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებს. მათ შორის ბოლო – მეცხრამეტე წინანადება ეხებოდა 2014 წლის 12 ნოემბერს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველს ყველა მათგანზე გაეცა დასაბუთებული პასუხი, მათ შორის მისი წინადადება საფუძვლად დაედო 11 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას. ხოლო იმ ფაქტებზე, რაზეც სახალხო დამცველის წინადადება არ იქნა გაზიარებული, დასაბუთებული პასუხი გაეცა.
„საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სახალხო დამცველის აპარატთან, რასაც ადასტურებს მათთვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობა. კერძოდ, 2014 წლის 10 თვის პერიოდში საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ინფორმაცია მიეწოდა 702 სხვადასხვა შინაარსის მომართვაზე. რაც შეეხება 12 ნოემბერს სასჯელაღსრულების 8 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტს. მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის წერილი 19 ნოემბერს შემოვიდა. 21 ნომებერს საქმე გამოსაძიებლად დაექვემდებარა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწლს, და იმავე დღეს ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება“, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა 18 წინადადებით, რომელიც შეეხებოდა არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მისთვის უცნობია პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.