“კოდორის ხეობაში დარჩენილი იარაღი სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ სომხეთში გაყიდეს”

თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, კოდორის ხეობაში დარჩენილი იარაღი სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ სომხეთში გაყიდეს. როგორც პოლკოვნიკი წითელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან გარიგება წინასწარ მოხდა. „კოდორის ხეობაში თავი მოუყარეს საკმაოდ სერიოზულ აღჭურვილობას, სპეცოპერაციის შემდეგ სოსო ქარჩაიძემ, რომელიც იყო ხეობის მიმართულების ხელმძღვანელი, პირდაპირ ვანო მერაბიშვილისგან მიიღო ბრძანება, გამოეყვანა პირადი შემადგენლობა და დაეტოვებინა ხეობა. როდესაც ერთ-ერთმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იკითხა, რა ექნათ შეიარაღებისთვის, მერაბიშვილმა უპასუხა- ხელი არ ახლოთ, მანდ დატოვეთო… სწორედ ამ დროს ჩნდება თემურ ალასანია დასავლეთ საქართველოში, ეს იარაღი იტვირთება და გადადის სომხეთში. სომხურ მხარესთან წინასწარ მოხდა გარიგება. პირდაპირ ვაცხადებ, რომ კოდორის ხეობაში დარჩენილი იარაღი სააკაშვილმა და თემურ ალასანიამ სომხეთში გაყიდეს! დაცლილ კოდორის ხეობაში კი უმტკივნეულოდ აფრინდნენ რუსული ვერტმფრენები“, – აცხადებს ტრისტან წითელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. პოლკოვნიკი ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოვლენებთან აკავშირებს და ახალ ბრალდებაზე საუბრობს. „ სააკაშვილს დაუმტკიცდება სამხედრო დანაშაული და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. მას დაუმტკიცდება საერთაშორისო დანაშაულებიც- თუნდაც, უკრაინაის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც უდანაშაულო ადამიანების სისხლისღვრაში მიუძღვის წვლილი“, – ამბობს წითელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები