პროკურატურა: ამ ეტაპზე გრიფი “საიდუმლო” მოხსნილი არ არის

     საქართველოს მთავარ პროკურატურაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. “ამ ეტაპზე გრიფი „საიდუმლო“ არ არის მოხსნილი, პროცესი მიმდინარეობს“, -განუცხადეს “კვირას“ საგამოძიებო უწყებაში.
გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო “კვირა“ ადვოკატ ლევან სამუშიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გრიფის მოხსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები