თბილისში გზების გაფართოების სამუშაოები განხორციელდება

ქალაქში საცობების განტვირთვისთვის სხვადასხვა სახის სამუშაოა დაგეგმილი. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, განხორციელდება გზების გაფართოების სამუშაოები.
„ზამთრის დადგომამდე გზების ძირითადი ნაწილი მოწესრიგდება, რომ ზამთარი გზებმა ადვილად გადაიტანონ. საცობები ძალიან მწვავე პრობლემაა ქალაქისთვის. ჩვენ ვგეგმავთ კვლევის გაკეთებას სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განვახორციელებთ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც, ერთი მხრივ, გზების გაფართოებას გულისხმობს, მეორე მხრივ, ჭების თავსახურების მოწესრიგებას და ასევე სხვა სამუშაოებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საკვანძო იქნება პუშკინის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, თუმცა არის აუცილებელი სამუშაოები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები