კახა გოგოლაშვილი: რუსეთს საშუალება მიეცემა, რეფერენდუმის გზით შემოიერთოს აფხაზეთი

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, საერთაშორისო ექსპერტის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება მომავალში რუსეთს მორალურ უფლებას მისცემს, რეფერენდუმის გზით შემოიერთოს აფხაზეთი.
ექსპერტის განცხადებით, ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს გასაფორმებელი ხელშეკრულება სახიფათოა, რადგან რუსეთი მოახდენს აფხაზების ასიმილაციას.
„სახიფათოა, რადგან ის აძლევს საშუალებას რუსეთს, რომ მოხდინოს აფხაზების ასიმილაცია და  საკუთარი ეკონომიკური ინტერესები  აფხაზეთში მასშტაბურად განახორციელოს, რუსეთის მოქალაქეებს შეეძლებათ ამ დოკუმენტის საფუძველზე, ახალი შეთანხმებების გაფორმების შედეგად შეისყიდონ უძრავ-მოძრავი ქონება აფხაზეთში, თავისუფლად გადაადგილდნენ. საერთო ჯამში, შეიქმნება პირობები, რომელიც მორალურ უფლებას მისცემს რუსეთს, რომ რეფერენდუმის გზით შემოიერთოს აფხაზეთი“, – განცხადა კახა გოგოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები