რაზე უთხრა უარი სააკაშვილმა ჟვანიას ცოლს – ნინო ქადაგიძის განცხადება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე – ჟვანია აცხადებს, რომ მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტიზა მოითხოვა, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განუცხადა. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესიდან ვრცელ რეპორტაჟს სთავაზობს, სადაც ნინო-ქადაგიძე-ჟვანიაც დაიკითხა.
„დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს და მოვითხოვეთ იმ სახელმწიფოების ექსპერტების ჩართვა, რომლებთანაც პარტნიორული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ უარი მივიღეთ. ძალიან დაბლოკილი იყო ეს ყველაფერი, აზრი ვეღარ დავინახე, ვინმესთან მივსულიყავი, შეშინებულები იყვნენ, არავინ გასცემდა ინფორმაციას“, – აღნიშნა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ სასამართლო პროცესზე.
ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ჩვენებიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანია იყო ჯანმრთელი, მხოლოდ ნერვიულობის ნიადაგზე უმწვავდებოდა ალერგია, სისტემატურად აკონტროლებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბოლო გამოკვლევა ჩაუტარდა გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე, 28 იანვარს.
ამავე სტატიაში ყურადღება ეთმობა ექსპერტ თამილა აფაქიძის ჩვენებასაც, რომელიც ექსპერტმა სასამართლოს მისცა.
ექსპერტი თამილა აფაქიძე აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე ხელი ისე მოაწერა, რომ არც გვამები გამოუკვლევია და არც ექსპერტიზა ჩაუტარებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები