სოზარ სუბარმა ხაშურში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ხაშურში ორი ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში, რუსთაველის ქ. N38-ში, რეაბილიტაცია უტარდება ყოფილი საავადმყოფოს შენობასა და მშენებარე კორპუსს.
7 და 8 -სართულიან შენობებში საცხოვრებელ ფართს 110 დევნილი ოჯახი მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები