სევდია უგრეხელიძე თბილისის მერიაში სამართალდამცველთა მოსალოდნელ შესვლაზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე, თბილისის მერიაში ტენდერების სისტემატურ ჩავარდნაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, მერიაში შესყიდვები სწორად არ იგეგმება, შესაბამისად ტენდერები იშლება, კომპანიები არ შემოდიან და ამის გამო საქმე გამარტივებული შესყიდვებით კეთდება.
„შესყიდვების და ტენდერების საკითხი ძალიან მძიმედ არის. შესაბამისი სამსახურის უფროსის მიმართ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ ფაქტია, რომ ტენდერები ვარდება. საქმე გამუდმებით გამარტივებულ შესყიდვებთან გვაქვს. თქვენ გესმით, რომ სწორედ გადახარჯვის გამო თავდაცვის სამინისტროში ხალხი დაიჭირეს. მაქვს შიში, რომ სულ მალე თბილისის მერიას სამართალდამცავი ორგანოები მიადგებიან იმ შესყიდვების გამო, რომელსაც ისინი დღეს გამარტივებული სახით აწარმოებენ. იმიტომ, რომ ტენდერების ჩატარებას თავს ვერ ართმევენ და ტენდერები ეშლებათ, ალბათ, იქ ხალხს საქმეს აღუძრავენ და ბრალდებულებიც გვეყოლება“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები