გიორგი მღებრიშვილი ოუქჰილის სასჯელაღსრულების დაბალი რისკის დაწესებულებას ეწვია

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ოუქჰილის სასჯელაღსრულების დაბალი რისკის დაწესებულებას ეწვია.
სტუმრები დაწესებულებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროგრამებს და მსჯავრდებულთა დასაქმების პირობებს გაეცნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებაში სკამების დამამზადებელი საწარმო და საქონლის ფერმა ფუნქციონირებს. ოუქჰილში ძირითადად მსჯავრდებულთა ის კატეგორიაა განთავსებული, რომელთაც განთავისუფლებამდე მცირე დრო დარჩათ.
ანალოგიური ტიპის, რუსთავის N16 დაბალი რისკის დაწესებულების ოპერირებისთვის, რამდენიმე თვის წინ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თხოვნით, რეკომენდაციებიც შეიმუშავა.
სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, დაბალი რისკის დაწესებულების მართვის სტანდარტების შემუშავებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„გვჯერა, რომ რუსთავის N16 დაბალი რისკის დაწესებულება, სასჯელაღსრულების სფეროში ქართულ-ამერიკული წარმატებული თანამშრომლობის შედეგი იქნება და ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სასჯელაღსრულების სისტემის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები