ბარაკ ობამას ადმინისტრაციის 66 წლის თანამშრომელი 15 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირისთვის დააპატიმრეს
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 66 წლის თანამშრომელი 15 წლის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Post-ი ავრცელებს.
ტერი ბინი პოლიტიკური საქმიანობის გარდა ცნობილი გეი აქტივისტი გახლდათ. პოლიციის ინფორმაციით, ბინს და მის ყოფილ ბოიფრენდს კია ლოუსონს 15 წლის მოზარდთან სექსი ჰქონდათ. სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დააპატიმრა.
გამოცემის ინფორმაციით, ტერი ბინმა სცადა საქმე სასამართლომდე არ მისულიყო და საქმის დასახურად მზად იყო 40 ათასი დოლარი გადაეხადა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და ბინი პორტლენდში დააკავეს.
ტერი ბინი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანხების მოზიდვის დემოკრატიული ფონდის ხელმძღვანელი იყო. მან 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას კამპანიისთვის 500 ათას დოლარზე მეტის მოზიდვა შეძლო, რისთვისაც პრეზიდენტის ქებაც დაიმსახურა.