კოლუმბიაში გაბრიელ გარსია მარკესის პრემიის პირველი ლაურეატი დასახელდა
კოლუმბიაში გაბრიელ გარსია მარკესის პრემიის პირველი ლაურეატი დასახელდა. ლიტერატურაში პრემიის ლაურეატი არგენტინელი მწერალი გიერმო მარტინესი გახდა. მარტინესი გაბრიელ გარსია მარკესის სახელობის პრემიის ლაურეატი მოთხრობების კრებულისთვის „ამაზრზენი ბედნიერება“ გახდა.
დაჯილდოვება კოლუმბიის დედაქალაქში, თეატრ „კოლონში“ გაიმართა. ცერემონიას კოლუმბიის პრეზიდენტი ჰუან მანუელ სანტოსი ესწრებოდა. მან ღონისძიებას „ისტორიაში უდიდესი მწერლის მიმართ დამსახურებული პატივის გამოხატვა“ უწოდა.
„21 საუკუნის საუკეთესო ლათინოამერიკელი მწერლების სიაში პირველი ხართ. ეს სია ყოველწლიურად გაფართოვდება. წიგნების და კითხვის პოპულარიზაციისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდს ამ ჟანრის ცნობილი ნაწარმოებები შეემატება. ჩვენ ფინალისტების ნამუშევრების შეძენას ვგეგმავთ იმისთვის, რომ ეს ნამუშევრები ქვეყნის ბიბლიოთეკებში მოხვდეს“, – განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ გარსია მარკესის პრემიის მისაღებად 123 ნამუშევრის ავტორი იბრძოდა.