მადაგასკარზე ჭირის ეპიდემიაა

   კუნძულ მადაგასკარზე ელვის სისწრაფით ჭირი ვრცელდება. ინფორმაცია ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა. ორგანიზაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან მადაგასკარზე ჭირით 119 ადამიანი დაავადდა, 40 კი დაიღუპა.
მადაგასკარზე ჭირის ეპიდემია ყოველწლიურად ვრცელდება. კუნძულის მოსახლეობა ანტისანიტარიაში ცხოვრობს, თუმცა ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც – ყაზახეთში, ჩინეთში, მონღოლეთში, ვიეტნამში, ტანზანიაში, აშშ-ში და პერუშიც იყო დაფიქსირებული. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ჭირი 2,5 ათას ადამიანზე ვრცელდება.
ჭირი – ინფექციური დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაავადებისას ადამიანის ლიმფური კვანძების ანთება და დაჩირქება ხდება. გარდა ამისა, დაავადებას ორგანიზმის ინტოქსიკაცია ახლავს თან. ამ დაავადებით სიკვდილიანობის დონე 95 პროცენტს აღწევს.

10814347_872196186153954_1795226714_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები