ბარაქ ობამამ რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთი უკრაინასა და სირიაში ძალადობრივი ქმედებების მხარდაჭერისთვის მკაცრად გააკრიტიკა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა მეხიკოში გამართულ სამიტზე განაცხადა, ინფორმაციას კი ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” ავრცელებს.
“გარდიანის” ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უკრაინას ტრანზიციული ხელისუფლების შექმნისკენ მოუწოდა და პირადად ვლადიმერ პუტინი უკრაინასა და სირიაში ძირითადი თავისუფლების პრინციპებისადმი უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
“ბატონ პუტინს სხვაგვარი შეხედულება აქვს ბევრ ამ საკითხზე და, ჩემი აზრით, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. აშშ-ის მიდგომა არ არის, რომ ეს აღიქვას როგორც “ცივი ომის” ჭადრაკის დაფა, არამედ ჩვენი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინელმა ხალხმა შეძლოს თავად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ მომავალზე, რომ სირიელმა ხალხმა ყუმბარების აფეთქებების გარეშე შეძლოს გადაწყვეტილებების მიღება”, – განაცხადა ბარაქ ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მოვა დრო, როცა რუსეთი აღიარებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მანაც უნდა გაითვალისწინოს ეს ფასეულობები და ინტერესები.
“მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ძლიერი უთანხმოებების დროება გვიდგას”, – განაცხადა ბარაქ ობამამ.