იანუკოვიჩმა პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო ევროპელ მინისტრებთან შეხვედრა შეწყვიტა
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა შეწყვიტა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Unian“-ი ავრცელებს.
“იანუკოვიჩი ამ წუთებში პუტინთან რეკავს. საგარეო საქმეთა მინისტრები ცდილობენ, დაითანხმონ იანუკოვიჩი, რომ საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წლის ბოლომდე შეამციროს”, – ციტირებს სააგენტო წყაროს ინფორმაციას.
უკრაინის პრეზიდენტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორან ფაბიუსის შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გრძელდება.