კიევის საავადმყოფოებში 50 დაზარალებული სამართალდამცავი გადაიყვანეს
50 დაშავებული სამართალდამცავიდან 30 ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, სამი მათგანი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, 18 თებერვლიდან ამ დრომდე საავადმყოფოებში 500 სამართალდამცავია გადაყვანილი. მათგან 110-ს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 63 თანამშრომელი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.