20 თებერვალს უკრაინაში 35 ადამიანი გარდაიცვალა
ამ წუთებში რადის საგანგებო სხდომა დაიწყო, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაადასტურა – ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 თებერვალს გარდაცვლილია 35 ადამიანი. სამედიცინო დახმარებას კი სამოცამდე ადამიანმა მიმართა. მათგან ხუთი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.