ჟული ბერტუჩელის ფილმის „ბაბილონის ეზოს“ ჩვენება გაიმართება

26 ნოემბერს Institut Français de Géorgie – ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, „დოკუმენტური კინოსთვის“ ფარგლებში ჟული ბერტუჩელის ფილმს „ბაბილონის ეზო“ აჩვენებს. ისინი ეს -ესაა ჩამოვიდნენ საფრანგეთში. ისინი არიან ირლანდიელები, სერბები, ბრაზილიელები, ტუნისელები, ჩინელები თუ სენეგალელები…
ერთი წლის განმავლობაში ჟული ბერტუჩელი იღებდა 11-15 წლის კოლეჯის მოსწავლეების ურთიერთბას, კონფლიქტებს და სიხარულს. ისინი ერთ ჯგუფში მოათავსეს ფრანგული ენის შესასწავლად. მთელი მსოფლიოს ამ პატარა თეატრში გამოიხატება უმანკოება, ენერგია და წინააღმდეგობები, რომლებიც ამ მოზარდებს განასხვავებს. მათ აერთიანებთ სურვილი, შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ დამკვიდრებულ შეხედულებებს ახალგაზრდობის, ინტეგრაციის შესახებ და მომავლის იმედს გვიღვიძებენ.
დოკუმენტური კინოს თვე წელს მე-15 გამოშვებას აღნიშნავს. ყოველი წლის ნოემბერში მსოფლიოს 2000 დაწესებულება ერთიანდება, რომ ხელი შეუწყოს შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს ფართო მაყურებლისთვის გაცნობას, პროფესიონალთა შორის შეხვედრებს და დოკუმენტური კინოს სფეროს განვითარებას. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები