ფილმის ჩვენება „ეშმაკის განდევნა უკან, ჯოჯოხეთში“ გაიმართება

26 ნოემბერს ქალთა ფონდი საქართველოში Frontline Georgia-ში ფილმის ჩვენებას გამართავს.
ქალთა ფონდი საქართველოში ეხმაურება 16- დღიან კამპანიას ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და აჩვენებს ფილმს – „ ეშმაკის განდევნა უკან, ჯოჯოხეთში“ (Pray the Devil Back to Hell). 16 -დღიანი კამპანიის წლევანდელი თემაა ანტიმილიტარიზმი და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვა ომისა და პოსტკონფლიქტური სიტუაციების დროს. ფილმში დოკუმენტირებულია ლიბერიელი ქალი აქტივისტების ბრძოლა მილიტარიზმის წინააღმდეგ და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა მშვიდობის მშენებლობის პროცესში. ფილმი არის დადასტურება იმისა, თუ როგორ შეუძლია აქტივიზმს შეცვალოს ქვეყნის ისტორია. ფილმმა მიიღო მრავალი საერთაშორისო ჯილდო და ნაჩვენებია 50-ზე მეტ ქვეყანაში.
ქალთა ფონდმა Peace is Loud-თან (ფილმის ავტორები) თანამშრომლობით მოიპოვა უფლება, გამართოს კინოჩვენება. საქართველოში ეს ფილმი პირველად იქნება ნაჩვენები ფართო აუდიტორიისათვის. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც წარუძღვება მედეა ტურაშვილი, სახალხო დამცველის მრჩეველი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში. ფილმი ინგლისურ ენაზეა, ინგლისური სუბტიტრებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები