„მის ჰონდურასი 2014“ და მისი და მოკლულები იპოვეს
“მის ჰონდურასი 2014“-ის ტიტულის მფლობელი 19 წლის მარია ხოსე ალვარადო მუნიოსი და მისი და სოფია ტრინიდადი, რომლებიც სანტა-ბარბარაში (დასავლეთ ჰონდურასი) გამართული საღამოს შემდეგ დაიკარგნენ, მოკლულები იპოვეს. პოლიციამ გოგონების ცხედრები მდინარის პირას იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული უკვე აღიარა პლუტარქე რუისმა, რომელიც „მის ჰონდურასის“ დის ბოიფრენდი გახლდათ. მისი განცხადებით, შეყვარებულს დღესასწაულზე სხვა მამაკაცთან ცეკვის გამო ეჩხუბა. ჩხუბის დროს პლუტარქემ პისტოლეტი ამოიღო და ჯერ თავის შეყვარებულს ესროლა, შემდეგ კი მის დას, რომელიც ჩხუბის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა.
მარია ხოსე ალვარადო – საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი და სპორტსმენი იყო. აპრილში ნაციონალური კონკურსის მოგების შემდეგ მას ჰონდურასი „მის მსოფლიო 2014“-ზე უნდა წარედგინა, რომელიც 2014 წლის 14 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.