კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს
თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბენდუქიძის ახლობლები, სტუდენები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ- მასწავლებლები იმყოფებოდნენ.
ნედბუქიძეს აეროპორტიდან სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე, #5-ში გადაასვენებენ, სადაც ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
კახა ბენდუქიძეს შაბათს, 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვერნება კი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს, ლონდონში კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.