ყირიმი შესაძლოა, უკრაინას გამოეყოს

ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემთხვევაში ყირიმი შესაძლოა უკრაინას გამოეყოს, – ამის შესახებ განცხადებას ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი აკეთებს. კონსტანტინოვის თქმით, მოვლენების მსგავსი განვითარება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ “ქვეყანა ჩამოიშლება” და ყველაფერი სწორედ აქეთ მიდის. ყირიმის პარლამენტმა 4 თებერვალს უკვე განიხილა რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას მათი მხარე. დეპუტატების აზრით, შესაბამისი მიმართვა რუსეთის პრეზიდენტსა და საკანონმდებლო ორგანოს უნდა გაეგზავნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები