ვენესუელაში სილამაზის დედოფალი მოკლეს

  ვენესუელაში, კარაბობოს შტატის ქალაქ ვალენსიაში 22 წლის “მის ტურიზმის” გამარჯვებული გენესის კარმონა ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციის დროს უცნობმა პირმა მოკლა, – წერს “The Telegraph”. ინციდენტი ქალაქ ვალენსიაში მოხდა. 22 წლის გენესის კარმონა შეიარაღებულ თავდამსხმელს ემსხვერპლა. უცნობი პირი საპროტესტო აქციაზე მოტიციკლეტით მივიდა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. იგი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გენესისი თავში იყო დაჭრილი. „მის ტურიზმი-2013“ უნივერსიტეტში მარკეტინგის სპეციალობას ეუფლებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები