საერთაშორისო კონფერენცია უახლეს საველე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას მიეძღვნება

საქართველოს არქეოლოგიის ცენტრი და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის ადრელითონების ხანის არქეოლოგიის პრობლემები“ უმასპინძლებს.
კონფერენცია 20 ნოემბერს გაიხსნება და მისი მიზანია სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის არქეოლოგიურ კულტურათა ურთიერთობების და ლითონის წარმოების ადრეული საფეხურის (ძვ.წ. IV-II ათასწლეულები) პრობლემების განხილვა, უახლესი საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების მონაცემების გაცნობა და სამეცნიერო შეხედულებათა გაზიარება.
კონფერენციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მარინა ჩიტაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კონფერენციის თავმჯდომარე არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი გახსნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები