დავით ტურაშვილის ახალი ინტერნეტრომანის „სხვა ამსტერდამის“ პრეზენტაცია გაიმართება

20 ნოემბერს „თი-ბი-სი გალერეაში“ დავით ტურაშვილის ახალი ინტერნეტრომანის „სხვა ამსტერდამის“ პრეზენტაცია გაიმართება.
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ საზოგადოებას დავით ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს „სხვა ამტერდამი“ სთავაზობს. რომანი წერის პროცესში გამოქვეყნდება მხოლოდ saba.com.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს. მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს.
ახალ რომანში მოქმედება, ძირითადად, თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოვიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები