ნიკოლა სარკოზი გეი ქორწინების წინააღმდეგ გამოდის

ნიკოლ სარკოზი ამომრჩევლებს გეი ქორწინებების შესახებ კანონის გადახედვას დაჰპირდა. საფრანგეთის ექსპრეზიდენტი მზადაა საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინებების აკრძალვას და ე.წ. ტობირის კანონის (ეწოდა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის კრისტიან ტობირის საპატივცემულოდ, რომლის მინისტრობისას ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა) გადახედვას დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ სარკოზიმ პოლიტიკური მოძრაობა Sens commun-ის აქტივისტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სახელმწიფოს ყოფილმა ლიდერმა ახლახან დიდ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა და ახლა როგორც ჩანს, საფრანგეთში საკმაოდ მრავალრიცხოვანი გეი ქორწინებების მოწინააღმდეგე ელექტრორატის გულის მოგება სურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები