ლილი ანწუხელიძის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო ხარჯს მთავრობა დაფარავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
ლილი ანწუხელიძეს ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩავარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები