რუსმა მეცნიერმა თხევადი აზოტით სავსე სათლი გადაისხა (ვიდეო)

34 წლის რუსმა მეცნიერმა ანტონ კონოვალოვმა თხევადი აზოტით სავსე სათლი გადაისხა. აზოტის ტემპერატურა მინუს 195 გრადუსი იყო. ტელეკომპანია „ზვეზდას“ ინფორმაციით, ამ გზით მეცნიერი მსოფლიო აქციას „აის ბაქეთ ჩელენჯი“ (Ice Bucket Challenge) შეუერთდა და ახალ დონეზე აიყვანა. ასეთი რამ ჯერ არასდროს არავის გაუკეთებია.
გაკაჟებული რუსი მეცნიერისთვის ეს ხრიკი განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაშინ, როდესაც ადამიანებისთვის თბილი ქვეყნებიდან ეს ნამდვილი საშინელება იქნებოდა.
ცნობისთვის, თხევად აზოტს სხვადასხვა აღჭურვილობის და ტექნიკის გაცივების მიზნით იყენებენ. ადამიანის კანთან კონტაქტისას თხევადი აზოტი ლეიდენფროსტის ეფექტის გამო არ იყინება.
შეგახსენებთ, რომ „აის ბაქეთ ჩელენჯი“ (Ice Bucket Challenge) მსოფლიო აქციაა, რომელიც ამიოტროფულ სკლეროზზე ინფორმირების გაზრდაზე და ამ დავადების კვლევის ფონდების საქველმოქმედო დაფინანსებაზეა ორიენტირებული. კამპანია ფლეშმობის მსგავსადაა ორგანიზებული – მონაწილეებმა გაყინული წყალი უნდა გადაისხან და თანხა გაიღონ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_jW8ikybZgQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები