ფრანგი ფოლკლორისტები გორის მუნიციპალიტეტს სტუმრობენ

ქართულ ფოლკლორს კორსიკელები გაეცნობიან. ამ მიზნით გორს ფრანგი ფოლკლორისტები, ანსამბლ „მერიდიანუს“ წევრები და ანსამბლის პროდიუსერი სერჟ პულენი სტუმრობენ. ანსამბლსა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა პროექტს ითვალისწინებს. კორსიკელები გორში და გორელები კორსიკაში ადგილობრივებს ხალხურ სიმღერებს გააცნობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი სერჟ პულენს დახმარებას დაჰპირდა ყველა იმ საქმესა და პროექტში, რომელიც ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. ანსამბლ „მერიდიანუს“ შემოქმედებას გორელი მსმენელი 21 ნოემბერს შეძლებს. კონცერტი გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები