ფესტივალი: „თბილისი 2014 – თანამედროვე მუსიკის საღამოები“ გაიმართება

თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი „თბილისი 2014 – თანამედროვე მუსიკის საღამოები“ წელს მეათედ, დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩატარდება.
საფესტივალო პროგრამაში დაგეგმილია 6 კონცერტი, რომლის მთავრი მოვლენა კომპოზიტორ ზურაბ ნადარეიშვილის კამერული ოპერის პრემიერა იქნება. მისი მიზანია თანამედროვე მუსიკის სათანადო, მაღალ დონეზე წარმოდგენა და გავრცელება.
საპრემიერო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები საქართველოდან და ისრაელიდან. ტრადიციისამებრ, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები და მასტერკლასები კონსერვატორიის აუდიტორიებში და ელექტრონული მუსიკის ლაბორატორიაში.
ფესტივალი თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, საქართველოში ისრაელის და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები