მერაბ ღაღანიძე წაიკითხავს ლექციას „ლიტერატურის წარმოშობა“

დღეს წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ ლიტერატურის წარმოშობაზე ლექციას წაიკითხავს მერაბ ღაღანიძე. ეს ლექცია რიგით მეორეა ლიტერატურული შეხვედრების ციკლიდან. ლექციების ორგანიზატორები არიან: „დიოგენე“, „არტარეა“ და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
მერაბ ღაღანიძე დაიბადა 1961 წლის 12 იანვარს თბილისში; მერაბ ღაღანიძე არის ფილოლოგი, რელიგიის ისტორიკოსი, თეოლოგი; ფილოლოგიისა და ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი; ასწავლიდა საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში; ამჟამად მუშაობს თავისუფალ უნივერსიტეტში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და ესეისტური ნარკვევები ლიტერატურის, კულტურის, რელიგიის შესახებ; არის ას ორმოცდაათზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის ექვსი წიგნის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები