მარჯანიშვილის თეატრი ბათუმსა და ქუთაისში გასტროლებს გამართავს

დღეს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „გრონჰოლმის მეთოდი“. ხოლო 19 ნოემბერს იმავე სპექტაკლით წარდგება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახლმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში.
ჟორდი გასლერანის პიესის მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ დადგა. მონაწილეობენ მსახიობები: ეკა ჩხეიძე, ნიკოლოზ თავაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.
„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი”. იმედი მაქვს, დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის, ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვის დროს“, – ამბობს თემურ ჩხეიძე. ღონისძიების მხარდა მჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები