საჯარო ლექცია თემაზე: „ყოფნა და არარა: ედუარდ ჰოპერის მოდერნისტული მეტაფორები“ გაიმართება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი იწყებს საჯარო ლექციების სერიას, რომელიც თანამედროვე ქართული და მსოფლიო ხელოვნების პრობლემებს მიეძღვნება. ასევე საჯარო ლექციების ციკლში ჩართული იქნება მოხსენებები, რომლებიც მსმენელს გააცნობს ძველი ხელოვნების თანამედროვე მეთოდებით კვლევის შედეგებს.
მსმენელს თანამედროვე ხელოვნების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ლექციების მსვლელობის მანძილზე გააცნობენ ხელოვნებათმცოდნეები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები, ლიტერატორები, ფილოსოფოსები, კურატორები, თეატრთმცოდნეები. ლექციების სერია ასევე, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს იმ მკვლევართა მოსაზრებები, რომლებმაც საკუთარი დისციპლინის ინსტრუმენტარიით სცადეს წაეკითხათ ხელოვნება და მოეძებნათ მისთვის ახალი კონოტაცია.
19 ნოემბერს საჯარო ლექციას თემაზე: „ყოფნა და არარა: ედუარდ ჰოპერის მოდერნისტული მეტაფორები“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე ბრეგაძე წაიკითხავს.
ავტორის კვლევის ინტერესს წარმოადგენს გერმანული რომანტიზმი, ენის ფილოსოფია, ჰერმენევტიკა. მოხსენებაში ედუარდ ჰოპერის ფერწერული ტილოები მის მიერ განხილულია, როგორც ვიზუალური ტექსტი, რომლის წაკითხვასაც ის გვთავაზობს მოდერნისტული ფილოსოფიის კრიზისის ჭრილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები