პაატა კვიჟინაძე: ენერგეტიკის სამინისტროს წინაშე ინვესტორის შოვნის პრობლემა არ დგას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, უწყებას უკვე გამზადებულ პროექტებზე არაერთი ინვესტორი ჰყავს.
როგორც კვიჟინაძემ ენერგეტიკის სამინისტროს ორწლიანი მუშაობის შეფასებისას აღნიშნა, უწყებამ პრეზენტაციაზე საკმაოდ სერიოზული ციფრები და მიღწევები წარადგინა.
“იშვიათად ვხვდები ისეთ პრეზენტაციაზე, სადაც ამდენ წარმატებასთან გვაქვს საქმე. სამინისტროს პრიორიტეტებია: ენერგოდამოუკიდებლობა, მოსახლეობის გამრიცხველიანება და მთელი ქვეყნის ელექტრიფიკაცია. შეიძლება ვინმესთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ არის დარჩენილი სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არ აქვთ.
ძალიან სერიოზული ციფრები მოიყვანეს პრეზენტაციაზე, საიდანაც ძალიან კმაყოფილი წამოვედი. ათეულობით ახალი პროექტი აქვთ. ამ ახალ პროექტებზე არა მხოლოდ საუბარია, არამედ არსებობს ხელმოწერილი მემორანდუმები და ერთ ობიექტზე შესაძლოა, რამდენიმე ინვესტორიც მოდის. არჩევენ, ვინ უფრო იაფად მისცემს ქვეყანას ელექტროენერგიას, ვის უფრო კარგი პირობები აქვს და ა.შ. ანუ სამინისტროს წინაშე ინვესტორის შოვნის პრობლემა არ დგას. ასე რომ, ენერგეტიკის სამინისტროს სერიოზული და, რაც მთავარია, რეალური გეგმები აქვს”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები