საოპერო სტუდია დონიცეტის „სიყვარულის ნექტარს“ წარმოადგენს

 20 ნოემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო სტუდია გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარს“ წარმოადგენს. ლიბრეტოს ავტორია ფელიჩე რომანი. ოპერა ორმოქმედებიანია. მონაწილეობენ: ქეთევან გავაშელიშვილი, ალექსი დეკანოიძე, ირაკლი მუჯირი, გოჩა დაუთსანი, ქეთევან სიხარულიძე, იულია ჯალაღონია, თინათინ ალავიძე, ჯაბა გეგეშიძე. მონაწილეობს აგრეთვე საოპერო სტუდიის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორია – თამაზ ჯაფარიძე, რეჟისორი ლელა გვარიშვილი, ქორმაისტერი-მიხეილ ედიშერაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები