სოზარ სუბარი: არ ვიცი, რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი ჩვენს სამინისტროში

დევნილთა სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუშაობს. როგორც დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკვე რამდენიმე თვეა აუდიტის სამსახური მის სამინისტროში მუშაობს.
მისივე თქმით, აუდიტის სამსახური სწავლობს, ძირითადად, სამწლიან პერიოდს, მაგრამ კითხვებისა და ეჭვების შემთხვევაში სხვა წლებითაც დაინტერესდება.
„აუდიტის სამსახურსა და სამინისტროს შორის ჯერ კიდევ ჩემს მისვლამდე იყო დაწყებული მიმოწერა. მე მივედი თუ არა, მაშინვე გავაგზავნე წერილი და ვთხოვე, რომ შემოსულიყვნენ და დაეწყოთ მუშაობა. შევუქმენით ყველა პირობა და მუშაობენ ისინი. ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს თემა, არ არსებობს უწყება, სადაც არ იქნება დარღვევები. უბრალოდ, გააჩნია, რა ტიპის დარღვევებია. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი, რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი ჩვენს სამინისტროში, რადგან აუდიტის სამსახურს არ დაუწყია მუშაობა, მაგრამ დაახლოებით ორი – სამი თვეა მუშაობენ და პრაქტიკულად მოიცავენ ყველა მიმართულებას. ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენი სამინისტრო არ შემოწმებულა და ესეც თავისთავად არანორმალურია, იმიტომ, რომ შემოწმება უნდა ხდებოდეს მუდმივად, პერმანენტულად და საჭიროა იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომები“, -განაცხადა  სუბარმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თავდაცვის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებებშიც მუშაობს. აღნიშნული განცხადება სამსახურის ხელმძღვანელმა საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა.
როგორც თორდია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, მეტი პრობლემები იკვეთება იმ სამინისტროებში, სადაც საბიუჯეტო სახსრები დიდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები