რიანა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდს ქმნის
ცნობილი მომღერალი რიანა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდს ქმნის. მომღერლის თქმით, მოდა მის კარიერაში დიდ როლს ასრულებს და მის პოპულარობასაც ხშირად შეცვლილი იმიჯი განაპირობებს.
“ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ბევრია ჩემზე უკეთესი მომღერალი, თუმცა მაყურებელი ვერ ხედავს მათ შინაგან სამყაროს და ხასიათს სცენაზე. მოდა კი გვეხმარება, რომ უფრო ღიად გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი”, – განაცხადა რიანამ.
მომღერალს უკვე საკმაო გამოცდილება აქვს მოდის სფეროში. ის თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა: “Balmain”,”River Island” და “Armani Jeans “.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალმა “ვოგმა” რიანა 2013 წელს ყველაზე გემოვნებიან ცნობილ ადამიანს შორის დაასახელა.