ანა ლაღიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

26 ნოემბერს გალერეა „ბაიაში“ ანა ლაღიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
1997 წელს – თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში („ცისფერ გალერეაში“) და-ძმა ანა და ვანო ლაღიძეების პერსონალური გამოფენა „ფერადი სიზმრები“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილმა ექსპოზიციამ, რომელიც გალერეის მთელ საგამოფენო სივრცეს ავსებდა, მაშინ, დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცლად გაშუქდა.
მას შემდეგ, თითქმის ოცი წელია, ანა ლაღიძე თავისუფალ სტილში მუშაობს. იგი მრავალი საეკთაშორისო თუ ადგილობრივი გამოფენის მონაწილეა.
ამჯერად, ანა ლაღიძის ფერწერული თუ გრაფიკული კომპოზიციები – ფერადი თექისგან და სხვადასხვა სახის ფაქტურის ქსოვილებისგან არის შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები