ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

პროექტის – „ილიაუნის მწერალი“- ფარგლებში გრძელდება ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციების სერია, სახელწოდებით – „როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით“.
დღეს წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ლექცია „დაო დე ძინი – გზა და ღირსება“ ჩატარდება. ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ლაო-ძის „დაო დე ძინი“ – გზისა და ღირსების წიგნი; ცოდნა, როგორც სიდიადე და როგორც ავადმყოფობა; როგორი უნდა იყოს ხელისუფალი; ათასი ლის გზა იწყება პირველი ნაბიჯით; კეთილგონიერება და გაცისკროვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები